19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს სამწუხაროდ, გამოხატავს მთელს ხელისუფლებას, არის დაშინებული - ნოდარ ხარშილაძე

ზუსტად ამ დაშინების გამო არის, რომ მან გადაწყვიტა ამ დათმობებზე წასვლა - ეს განცხადება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ, არცევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე მირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ხარშილაძე, რომელიც ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა დაშინებულია და სწორედ ამან გამოიწვია, რომ ის დათმობაზე წავიდა და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის მზაობა გამოთქვა.   

„კარგად ჩანს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს სამწუხაროდ, გამოხატავს მთელს ხელისუფლებას, ის არის დაშინებული. ზუსტად ამ დაშინების გამო არის, რომ მან გადაწყვიტა ამ დათმობებზე წასვლა, სხვა პირობებში, ის დათმობებზე არ წავიდოდა, გამორიცხულია. ახლა ცდილობს, რომ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ნაწილობრივი ცვლილებით, ეს ცვლილებაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ თავისთვის იკეთებს, რომ ნოლპროცენტიანი ბარიერით, რაც შეიძლება მეტი ისეთ ადამიანი შეიყვანოს, ვისაც მერე იყიდის. ამ ცვლილებით ცდილობს, რომ გადაირჩინოს თავი დღეს. თუმცა, ეს მას არ უშველის. ის რაც მოხდა 20 ივნისს, ამაზე უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შესაძლოა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება იურისტი, დავით ჯანდიერიც, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების გამო, ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.

„ერთადერთი შესაძლებლობა, კიდევ ამ ხელისუფლებისთვის, რომ მან ბოლომდე, ერთი წელი მაინც მიიყვანოს მისი ხელისუფლებაში ყოფნა, არის ის, რომ მან პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, ვინც იძალადა ხალხზე. მოძალადეების ადგილი საზოგადოებაში არ არის“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

 

დღის ამბები