შს მინისტრი უნდა გადადგეს - გიორგი გახარიას უპირობო გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ პოლიტიკოსები.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, 10 პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება არ არის საკმარისი.
„გახარია აუცილებლად უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ეს არის უზარმაზარი საპროტესტო მუხტი,რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,“-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება ძალის გადამეტებაზე და მან უნდა დატოვოს თანამდებობა.
„შს მინისტრმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. არანაირი ათი პოლიციელი არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ დანაშაული დასჯილი იყოს,“-აცხადებს რატიანი.