"ნაციონალურ მოძრაობას" და მის განშტოებას უფლება არ აქვს იმყოფებოდნენ პარლამენტში და სხდომათა დარბაზში - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, ჟურნალისტები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებად გადაიქცნენ. ოხანაშვილი ამბობს, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, რადგან მან ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება ააცილა.
"აქამდეც უნდოდა "რუსთავი2"-ს რომ აქ ჩვენ არ ვმდგარიყავით. მე ვიცი, თქვენი ნატვრაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ გადადგეს შს მინისტრი. გახარიას გადადგომას "რუსთავი2" ითხოვს, "ნაციონალური მოძრაობა" და ის აქტივისტები ითხოვენ, ვინც გარეთ დგანან. დამშვიდდით. გახარიამ სახელმწიფოს ააცილა "ნაციონალური მოძრაობის"მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება. გიორგი გახარიამ უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხობა“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.