ხმაურია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებითა და სირენებით გამოხატავენ.
დემონსტრანტებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შემოვლებული საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით სესიის მიმდინარეობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პარლამენტში ერთადერთი საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ შს მინისტრის გადადგომაა.