საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება. ოქრიაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტში "პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება".
„როდესაც გადავალთ აბსოლუტურად პროპორციულ სისტემაზე აუცილებლად პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება, ასე რომ ცირკებს ნახავთ მომავალში უფრო მეტს,“- განაცხადა ოქრიაშვილმა.
ოქრიაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.