საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს სამართალდამცველები მოქმედებდნენ ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. განცხადება სალომე ზურაბიშვილის სახელით, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, აქციის დარბევისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რას გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
რაც შეეხება შს მინისტრის გადაგომის მოთხოვნას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კონკრეტულ გადაცდომებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებების დროს თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა ეს არის გამოძიების თემა და პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. რა თქმა უნდა, თუ გამოვლინდება დამნაშავე, ის, ვინც გადაამეტა ძალას, ისიც უნდა დაისაჯოს... გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ყველაფერი, თუმცა, სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.