19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე" - ამერიკელი დიპლომატი

"საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება" - ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატს, ჯულიუს ცაის ეკუთვნის. მისი განცხადება ამერიკის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო მისი და მისი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია და, თითქის, ყველა კუთხეში ნამყოფია. 

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა. 

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობაა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა,“ - წერს ჯულიუს ცაი.   

დღის ამბები