19 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ივანიშვილმა, ფაქტობრივად, თავისი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით დააანონსა რეპრესიები - გაერთიანებული ოპოზიცია 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ  ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყებას არ აპირებს.

„სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ ავბედით ღამით, სასტიკი და დანაშაულებრივი დარბევის ორგანიზატორის და ხელმძღვანელის გახარიას მიმართ რაიმე იურიდიული და სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას. გამოდის, რომ ყველაზე მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულში, რომელიც ჩადენილი იქნა ჩვენი მოსახლეობის მიმართ იმ ღამეს, ამ ადამიანის მიმართ არავითარი მოქმედებები არ ხორციელდება. სამაგიეროდ, ოპოზიციონერ ნიკა მელიას მიმართ, როგორც ვხედავთ, დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

პროკურატურის განცხადებას აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ბაჩუკი ქარდავა. როგორც ქარდავა ამბობს, განცხადებით აშკარა გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანაში რეპრესიებს იწყებს.

„დღევანდელი განცხადებით, პროკურატურამ ნათლად დაგვანახა კიდევ ერთხელ ის რეალური სახე, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სახე. ერთი ხელით, თითქოს, საზოგადოება და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და სურს წარმოაჩინოს, რომ მზად არის, დიალოგისთვის, რომ სურს დემოკრატია და მეორე ხელით, იწყებს ქვეყანაში რეპრესიებს. მან, ფაქტორივად, დღეს თავისი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით დააანონსა რეპრესიები და ნიკა მელია არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რამედ ის არის მთელი ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი და მან დაიწყო სწორედ ნიკა მელიასგან,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ მისი "წამზომი ჩართულია" და ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი მალე დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები