19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ისროდნენ ცხოველის საწინააღმდეგო ტყვიებს და ამაზე მელია კი არ აგებს პასუხს, ამაზე აგებს პასუხს გახარია - ნინო გოგუაძე

ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისროს - ამის შესახებ განცხადება ნინო გოგუაძემ გააკეთა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი აცხადებს, რომ იმაზე, რაც მოხდა პასუხისმგებელი გახარიაა და არა მელია. გოგუაძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს.

„გახარია უნდა გადადგეს და აუცილებლად გადადგება. დღეს ჩვენ, რაც ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში, ის მესიჯი, რომელიც დაგვახვედრა "ქართული ოცნების" დეპუტაციამ, იყო შემდეგი, რომ გახარიამ გადაარჩინა სისხლისღვრას და სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლება და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვა გახარიამ. ასე, რომ  მათი მიზანი არის სრულიად ნათელი, რომ მელიას და ოპოზიციას შეაწმინდოს ხელი და გაამართლოს გახარიას და ამ ხელისუფლების ქმედება მშვიდობიანი პროტესტანტების მისამართით. რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა აქ. დავინახეთ, რა ხდებოდა უკანა რიგებში, როგორ ისროდნენ ცხოველის საწინააღმდეგო ტყვიებს და ამაზე მელია კი არ აგებს პასუხს, ამაზე აგებს პასუხს გახარია და ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს გადაეფარა გახარიას და თავის ხელისუფლებას,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები