19 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
„საქართველო უნდა გამოვიდეს იმ სპირალიდან, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნა“ - გაერთიანებული ოპოზიცია

„საქართველო უნდა გამოვიდეს იმ სპირალიდან, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნა“ - ეს შეფასება პაატა დავითაიამ პროკურატურის განცხადების შესახებ გააკეთა.

„საქართველოს ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე, აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, რადგან ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და მის იმიჯს აზიანებს.

„საქართველო უნდა გამოვიდეს იმ სპირალიდან, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნა. თუ ეს ასე არ მოხდა, ის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროპორციული სისტემის მიღებას მივაღწიეთ და ჯერ კიდევ ამაზე არ უყრია კენჭი საქართველოს პარლამენტს, ნუ გადავფარავთ პოლიტიკური დევნით,“ - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

პროკურატურის განცხადებას აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე.

„სწორედ იმ დღეს, როდესაც გავრილოვი დიდებით და პატივით შეიყვანეს, მაშინ სწორედ ამ ადგილიდან, მე განვაცხადე, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს 1921 წლის 25 თებერვლის გამეორებას დღევანდელ საქართველოში, 21-ე საუკუნის საქართველოში და არც ერთი დროის საქართველოში. ეს ასეც მოხდა. საზოგადოებამ დაიცვა თავისი სახელმწიფოებრივი და ეროვნული სუვერენიტეტი,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„ნიკა მელიას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, მეგობრებო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ტყუილი და მეტი არაფერი და ბოლშევიკებისათვის კარგად ნაცნობი მეთოდები და მემკვიდრეობა,“ - აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები