19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი - ნიკა მელია

„არის პატივი, რომ გავრილოვს, გახარიას და ივანიშვილს ებრძვი და რაღაც პერიოდი შეიძლება იქ ვერ იყო, სადაც მთელი გულით და სულით გინდა, იყო 100 ათასობით ქართველთან ერთად,“ - ეს განცხადება ნიკა მელიამ გააკეთა.

ნიკა მელია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილს წლებია, ებრძვის. 

„ახლა ხომ გასაგებია, პირადი მცველები თანამდებობაზე რატომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ ჰყავს პირადი მცველები, ანზორ ჩუბინიძეს, რა უნდოდა ამ რიგებს შორის, სპეცრაზმელების. რა უნდოდა და კარნახობდა „ვსტრილიატ“. გომელაური რას აკეთებს, იგივეს აკეთებს. დანიშნა ერთიც და მეორეც უმაღლეს თანამდებობაზე, რომ ის დაიცვან, ბიძინა ივანიშვილი. შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი, მაგრამ გეშინია, ყველა იმ აქტიური ადამიანის, ყველა იმ განსხვავებული ადამიანის, რომლის სტერეოტიპებს დაარღვევს და შენთვის ამოუხსნელია და ცდილობ, ახლა განეიტრალებას, მაგრამ დაგაგვიანდა. ცოტა ადრე, რომ გაგეკეთებინა, შეიძლება ემუშავა. გეშინია და მშიშარა რატომ ხარ იცი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ხარ, დიდი ფული გაქვს და მესამე დღეა, გძინავს სპეცრაზმთან ერთად სახლში, მეხანძრეებთან, გამნაღმელებთან ერთად გძინავს, მოიერიშე რაზმთან ერთად გძინავს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ასევე მიმართა დეპუტატებს, რადგან ხვალ პარლამენტში პროკურატურის მიმართვაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. 

ნიკა მელიას თქმით, დეპუტატებს შეუძლიათ, სურვილის არქონის მიუხედავად, დაყვნენ მითითებებს და მის წინააღმდეგ დააჭირონ ღილაკს ხელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები