19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მოსამართლე "რუსთავი 2-ს" კადრების მიწოდებას სთხოვს, სადაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია ფიგურირებს

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიების ყველაზე მასშტაბური ტალღა დაიწყო. გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი ისე ჩაატარა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარ საგამოძიებო უწყებას არ გააჩნდა. 

ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ში მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილის განჩინება შევიდა, სადაც სამაუწყებლო კომპანიას სთხოვს, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრებს, სადაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია ფიგურირებს. 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში ნიკა მელიას ბრალის წარდგენსა ხვალ ელოდებიან. მუხლი, რომლითაც მოქმედი დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მას ივანიშვილის ბრძანებით აკავებენ, რადგან "ქართული ოცნების" ლიდერი შეშინებულია და მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ქვეყანაში დიქტატურაც გააფორმოს.

ნიკა მელია ამ დრომდე სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობს, მის დასაკავებლად კი პროკურატურას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. შალვა თადუმაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტს სთხოვს, გენერალური პროკურორის ამ თხოვნის განხილვა დეპუტატებმა დღეს საღამოს დაჩქარებული წესით დაიწყეს, რასაც ბიუროს სხდომაზე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ხვალიდან ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილვას. ამ კომიტეტის დასკვნის შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე დადგება და მელიას დაკავებისთვის მწვანე შუქის ასანთებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. ივანიშვილის გადაწყვეტილებამ დღეს მძიმე მდგომარეობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდიც ჩააგდო.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები უმძიმესი მდგომარეობაში არიან, რადგან ივანიშვილის მათ აიძულებს, მელიას იმუნიტეტი მოუხსნან.

ნიკა მელიას ბრალის წარსადგენად ხვალ უნდა გამოცხადდეს, თუმცა მის დასაკავებლად პარლამენტის ნებართვაა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები