19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
რაც მოხდა პარლამენტში შესვლის მცდელობით, არის უფრო ადმინისტრაციული დარღვევა - სანდრა რულოვსი

ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ეხმაურება. სანდრა რულოვსის შეფასებით, ნიკა მელიას ქმედება შესაძლებელია, ჩაითვალოს ადმინისტრაციულ დარღვევად, თუმცა არა სისხლის სამართლის დანაშაულად. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ დანაშაული იყო არა მელიას ქმედებები, არამედ გავრილოვის შემოყვანა საქართველოში და შემდეგ ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.

„რაც მოხდა  პარლამენტში შესვლის მცდელობით, ეს არის ათასჯერ და ათიათასჯერ ნაკლები დარღვევა. ეს არის უფრო ადმინისტრაციული დარღვევა, ალბათ. ვიდრე რაც არის მომხდარი მანამდე გავრილოვის შემოყვანით. ეს არის ღალატი. ეს არის ქვეყნის და სამშობლოს ღალატი. და რაც მოხდა მერე, რაც არის არაადამიანური მოპყრობა თავისი ხალხის, რომელიც აი, ასე ესროლეს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, თითქმის, ყველა ლიდერმა გააკეთა. ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელია დამნაშავე არ არის და აგონიაში მყოფი ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისროს. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნით „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის გადაფარვას ცდილობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები