19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
პარლამენტმა იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომა, სადაც მელიას საკითს განიხილავენ, დილით ჩანიშნა

საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ხვალ გაიმართება. ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დილის 09:00 საათზეა დანიშნული.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საკითხზე იმსჯელებენ.

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული.

დღის ამბები