19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ნიკა მელიას აკავებენ იმისთვის, რომ განაცხადა, რომ კობახიძე უნდა გათავისუფლებული იყოს - სალომე სამადაშვილი

„ქართველი ხალხი 20 ივნისს რუსთაველზე შეიკრიბა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ხელისუფლებამ მათზე აღმართა ხელი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ყურადღება სხვადასხვა თემაზე გადაიტანოს და არავის ახსოვდეს, რაზე დაიწყო საზოგადოებამ პროტესტი.

„ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც ეშინია ერთადერთი რამის, ეს არის კონსოლიდირებული საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მის მიმართ. ამიტომ, ის, რა თქმა უნდა, თვითონ არ არის, მას ჰყავს ძალიან კარგი მრჩევლები, მათ შორის, მოსკოვიდან, რომლებიც პირდაპირ აძლევენ, მომზადებულ სამოქმედო გეგმას და ახლა ის შემოვიდა საზოგადოების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას ჰიბრიდულ ომში, როდესაც რაღაც თემებს გვიგდებს, რომ ჩვენ ამ თემებზე დავიწყოთ ლაპარაკი და დაგვავიწყდეს მთავარი. მთავარი არის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა ქვეყანაში გავრილოვი და დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადება ოკუპანტს უპირისპირდება.

„ერთ მხარეს არის გავრილოვი, პუტინი, კარასინი, რუსეთი, ბიძინა, გახარია, ზოიძე, ყველა სხვა დანარჩენი და მეორე მხარეს არის ის ხალხი, რომელიც იცავს ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსებას ოკუპანტის წინააღმდეგ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება, 20-21 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, სალომე სამადაშვილი ეხმაურება.

„ნიკა მელიას აკავებენ იმისთვის, რომ განაცხადა, რომ კობახიძე უნდა გათავისუფლებული იყოს,“ - ამბობს სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნიკა მელიას მოუხსნის დეპუტატის იმუნიტეტს, ამით რუსულ ნარატივს დაადასტურებს. 

„მე შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი თქვენს წინააღმდეგ იქნება კი არა, საშვილთაშივლოდ გახდებით თქვენი ოჯახების შემარცხვენელი. მეორე, რა თქმა უნდა, ხვალ, ვინც ხელს მოაწერს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას, მე პირადად უზრუნველყოფ, რომ გავრილოვის ღამის თანამონაწილეების სია შედგეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილით და გახარიათი თავში და ყველა დეპუტატის ჩამონათვალით, რომელიც ხვალ ამ გადაწყვეტილებას ხმას დაუჭერს, დაეგზავნოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ იცოდეს. ახალგაზრდა დეპუტატები რომ ჰყავს ივანიშვილს პარლამენტში, რომ უშვებს ხოლმე ხან წევრი პარლამენტში სალაპარაკოდ და ხან კონგრესში, თქვენ იქ მომავალში რა დაგხვდებათ, ხვალ, რომ დააჭერთ იმ ღილაკს ხელს, ამის პირობას მე გაძლევთ და დაგხვდებათ ჯოჯოხეთი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები