19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა ზღვარი გადის დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. მეგობრებო, ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურასა და დემოკრატიის რაღაც ნიშანსვეტებს შორის. თუ ჩვენ ახლა დავუშვებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ისინი ჩასვეს ციხეში, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ ივანიშვილმა გაიმარჯვა, ის არის საქართველოს მტერი და სრული „ბეზპრედელშიკი,“ სხვა სიტყვა ქართულში არ არსებობს," - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს.

"ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ "ბეზპრედელშიკის," ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები