19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ფორმა პარლამენტთან - 6 ახალგაზრდა შიმშილობას განაგრძობს

მეხუთე დღეა პროტესტს, უკიდურესი ფორმით გამოხატავს აქციის მონაწილეთა ნაწილი. პარლამენტის შენობის წინ 6 ახალგაზრდა შიმშილობს. მათგან ერთი გოგონა გუშინ შეუძლოდ გახდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარლამენტთან დარჩენილები კი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.

"დამნაშავე გახარია, რომელსაც დაასახიჩრა ადამიანები, რომელიც ეხლა სოროშია შემძვრალი და ცდილობს მის ხელქვეითებზე გადატეხოს ჯოხი, აუცილებლად უნდა გადადგეს,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბექა ბასილაია.

დღის ამბები