"აღნიშნულ საქმეში პირველივე დღიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას ადვოკატმა გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ ბრალდება ოპოზიციონერ დეპუტატს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს და სახეზეა სერიოზული დარღვევები.
"აღნიშნულ საქმეში პირველივე დღიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას რომ გადმოგვეცეს მტკიცებულებები თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ბრალდება ნიკანორ მელიასათან მიმართებით დღემდე ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები, ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს, ნიკანორ მელია მიიმალება და აუცილებელია მისი დაპატიმრება, მას აქვს ორი პასპორტი და ესეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ეხლა პარლამენტი,"-აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.