19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა " - ზარდიაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა," - ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ, რომ იმ კითხვებზე, რაც არსებობს ნიკა მელიასთან დაკავშირებით, თუ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხები არ გაიცეს.

„ემოციური ფონია, გეხვეწებით, დავახადოთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ერთმანეთს, როგორც ჩვენ მივიღოთ შინაგანი რწმენით გადაწყვეტილება, ასევ საზოგადოებას ავუხსნათ, რა ხდება. ერთი მთავარი, კითხვა, ყველა გამომსვლელს, გთხოვთ, პოზიცია დააფიქსირეთ, გიგი წერეთლის პათოსი მომეწონა, დაგმო ძალადობა, ხაზგასმით იძახიან, რომ ძალადობა იყო, თუ ძალადობა აიყო, ამ ძალადობაზე გვაქვს კითხვები, მაშინ რაღა კითხვის ნიშნებს სვამთ, ვინ დაგეგმა ძალადობა, ვინ განახორციელა, ვინ მოუწოდა, ამ კითხვებზე გვინდა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა, ყველა ქართველს მოხვდა, ამას სულ ყველა განვიცდით, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვითეთ და პასუხისმგებლობას არ გავექცევით, უპრეცედენტოდ დავიწყეთ ამ საკითხის მიდგომა.... კითხვა პროკურატურას, თქვენ დეპუტატს უყენებთ ბრალს, მყარი არგუმენტები, მყარი მტკიცებულები გვჭირდება, რომ პარლამენტი წამოგყვეთ, სამი პროკურორია მოსული, პასუხამდე ვერ მივედით, ეს თუ ხელოვნურად არ ხდება და ხელოვნურად არ ჩქმალავთ, რა შედეგიც არ გინდათ მოისმინოთ, მაშინ სხვა რა არის,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები