15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.
იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. სხდომა პარლამენტში დილის 09:00 საათზე დაიწყო და ხმაურისა და არაერთი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.