19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"მათ მიგატოვეს, იმიტომ რომ დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით" - მდინარაძე ამბობს, რომ მელია კოლეგებმა მიატოვეს 

მათ მიგატოვეს, იმიტომ რომ დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით  - მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას პარლამენტის სესიაზე მიმართა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მელია თანაგუნდელებმა მიატოვეს  და მათ მის დასაცავად არგუმენტები არ ჰქონდათ. 

„ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენ მეგობრებს, დღევანდელ სხდომაზე, შეგეძლოთ ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო, ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამისი პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო რომ ხალხს უნდა შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე და მეორე, მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს იჯდნენ იქ და არგუმენტები არ ქონდათ და არგუმენტებით, თქვენი სიმართლის შემთხვევაში ენახებინათ საქართველოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს, იმიტომ რომ დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით  და არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ყოფნიდეთ, რომ თქვენ დაგიცვათ სათანადოდ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები