„პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი ივანიშვილის გუნდის ყველა წევრს" - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია. ის აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით, ყურადღების გადატანას ცდილობენ.
91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.
„პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი ივანიშვილის გუნდის ყველა წევრს, ივანიშვილის დავალებით, ვინც ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და მათ მცდელობას, რომ გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარიც რომ არ უნდათ და ამის მაგივრად, ყურადღების გადასატანად, ჩვენს კოლეგას, ოპოზიციონერს უშვებენ ციხეში. იმედი აქვთ, რომ ამით მოხდება ძალის დემონსტრაცია, როდესაც ისინი ქართულმა საზოგადოებამ დააჩოქა დამსახურებულად და არ გამოუვათ. თვითონ მელიას გზავნილი, გიგი უგულავას გზავნილი, რომელიც შეიძლება ხვალ დაიჭირონ, იყო მსგავსი. ვერაფერი ვერ შეცვლის საზოგადოებრივ კონსენსუსს იმაზე, რომ სისხლიანი და უპასუხისმგებლობა გადაწყვეტილების შემდეგი, გახარია უნდა დაისაჯოს და გადადგეს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.