"დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება"-ამის შესახებ განცხადება, ლევან გოგიჩაიშვილმა სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება პარლამენტის ინსტიტუცია გაანადგურა. მისივე შეფასებით, მიღებული იქნა სისტემაზე მორგებული უსამართლო გადაწყვეტილება.
„ძალიან არასწორი რამ მოხდა. ადამიანს სიტყვები არ გეყოფა. ესეთი რაღაცეები არ შეიძლება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გადაურბინა დღეს ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუციას თავზე. მეც ამ ფარატინა ფურცლის გამო ვარ ციხეში წასული ხო, ეს არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ეს რაღაც უბედურება და სისტემაზე მორგებული რაღაც. მე ვფიქრობ რომ ეს არის კრიზისი პოლიტიკური დეფიციტი არის. არასწორი გადაწყვეტილება არის. არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი 91 -მა დეპუტატმა დაუჭირა. სესიას არ ესწრებოდნენ ენმ -ს და ევროპული საქართველოს წევრები. ნიკა მელია დარბაზში მარტო იჯდა.
გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.