19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
მოვუწოდებთ მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებით - აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

საელჩო მოუწოდებს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად. დიპლომატიური უწყება დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

„აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად,“-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები