19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
პოლიტიკური სასამართლოს  პარლამენტის დარბაზში - ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობას ოთხი დეპუტატი ტოვებს

პოლიტიკური სასამართლოს მოწყობა პარლამენტის დარბაზში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასი უკვე დაუჯდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობას ოთხი დეპუტატი ტოვებს.

რომან კაკულია-ის სურათის შედეგი

მათ შორის ერთ-ერთი რომან კაკულიაა, კაკულია ერთ-ერთია უმრავლესობის იმ ორი დეპუტატიდან, რომელიც დარბაზში იყო, თუმცა მელიას ციხეში გაშვებას ხმა არ მისცა.

რომან კაკულია „კურიერის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორ მისი მდივანი ამბობს, კაკულია ამ დროისთვის, აღარ პარლამენტში იმყოფება.

რომან კაკულიას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ცალკეული დეპუტატები თავად იღებენ გადაწყვეტილებას.

„ყველა დეპუტატი წყვეტს თვითონ ინდივიდუალურად, ისე, რომ მაგის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ -აღნიშნა დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.  

 

 

დღის ამბები