"ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს," - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი, 2 ლარსა და 90 თეთრს აღწევს. ამ ფონზე ნათია თურნავა განგაშის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა ირიბად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ არასტასაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზეც.
"მაკროეკონომიკა ჯანსაღია, მყარია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე ინვესტიციებზე, მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს.