19 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ეს დეპუტატი მოუძღოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად - გია ვოლსკი თანაპარტიელებზე გაბრაზებულია

მმართველი გუნდი თანაპარტიელებზე გაბრაზებულები არიან. საუბარია იმ ურჩ დეპუტატებზე, რომლებმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს. ესენი არიან: მარიამ ჯაში, ბიძინა გეგიძე, რომან კაკულია და ალექსანდრე ერქვაია. გარიცხავენ თუ არა 4 დეპუტატს პარტიიდან ამაზე “ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებს.

გია ვოლსკი ღიად ამბობს, რომ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და როგორც ჩანს დეპუტატების მცირე ნაწილმა ვერ გაიგო კონკრეტულად რა საკითხი განიხილებოდა.

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს თუ ეს დეპუტატი მოუძღოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად და იმუნიტეტის მოხსნა მერე უნდა გვენახა ჩვენ რა დატრიალდებოდა. ეგ ერთი საკითხი და გუშინ კიდევ განვაცხადე დღეს გავიმეორებ. ერთი სიტყვის გულისთვის ჩასვეს  7 წელი ახეხინეს ირაკლი ბათიაშვილს და კოდორის ხეობასთან ახლოს არ ყოფილა და იმუნიტეტის თაობაზე არ ჰქონია არანაირი პრეტენზია. იმუნიტეტის კი არ შეუწყდა, იმუნიტეტი შეუჩერდა, რათა გამოძიებას ჰქონდეს საშუალება ჩაატაროს პროცედურები. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს ვერ გაიგეს და თუ გაიგეს და აქვთ სხვანაირი გადაწყვეტილება ამაზეც ვიმსჯელოთ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები