19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული დეტალების უფრო სიღრმისეულად გარკვევის შემდეგ შეიძლება დადგეს - მდინარაძე შს მინისტრზე 

მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ 20 ივნისს გადაწყვეტილებები პრემიერ ბახტაძის გვერდის ავლით - სპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ პრემიერსა და შს მინისტრს შორის კოორდინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

მას შემდეგ, რაც შს მინისტრმა თქვა, რომ აქციის დარბევაზე, გაცემულ ბრძანებაზე, განვითარებულ მოვლენებზე და სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი შესაძლებელი იქნება, თუმცა გამოძიების შედეგების გაგების შემდეგ.

„ჩვენ უნდა შევხედოთ იმ მინიმალურ შედეგებს მაინც, რომელიც შეიძლება გამოძიებამ მყისიერად დადოს და ამის შემდეგ უფრო სწორი დასკვნები გავაკეთოთ. გიორგი გახარიამ მიიჩნია და მეც მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული დეტალების უფრო სიღრმისეულად გარკვევის შემდეგ შეიძლება დადგეს ადამიანის. მე არ ვიცი ახლა დეტალები პრემიერი საქმის კურსში იყო თუ არა, კონკრეტულ მომენტში, რომელ დანაყოფს როგორ უნდა ემოქმედა,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას გუშინ, შს მინისტრმა თქვა, რომ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გახარიას თქმით, პოლიციელების დასაცავად იქნება მინისტრის პოსტზე მანამ, სანამ 20 ივნისის მოვლენების შესწავლა-გამოძიება არ დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები