19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ივანიშვილი ყვარყვარესავით დადის რეზიდენციიდან რეზიდენციაში, მისი ადგილი ქვეყნის სათავეში არ არის - მიხეილ სააკაშვილი 

ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ყველანაირ პროვოკაციულ მოწოდებას - მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხს, ვინც გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის დაყენებას და გადადგომას ითხოვს თანადგომას უცხადებს.

თუმცა სააკაშვილი ამბობს, რომ არც პრემიერს და არც შს მინისტრს არ ეკისრებათ მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკვე ყველასათვის ცხადია, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის რეზიდენტია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლება პუტინის დავალებას ასრულებს, პუტინის დავალება კი ის არის, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ იყოს. 

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აბსურდის თეატრს უწოდებს და ამბობს, რომ ის უნდა დასრულდეს.

"ბახტაძე კი არის მოჯამაგირე, მაგრამ ბახტაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე. 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი მოაპარინა საქართველოს რკინიგზიდან ბიძინა ივანიშვილს და მის საყვარელ დეიდაშვილს, უჩას. გახარია რა სახლში უნდა წავიდეს, უკაცრავად. რუსეთის ოფიციალური რეზიდენტია, რომელმაც დაუნიშნა ტყვიები, რომელიც აკრძალულია, რომელსაც აწერია, რომ ადამიანებისთვის სასიკვდილოა. ეს არის ბანდა, რომელმაც საქართველო მიიყვანა წარმოუდგენელ განადგურებამდე.

მეგობრებო, სომხებმა მოიშორეს ოლიგარქი, პაშინიანმა, ჩვენმა მეგობარმა. უკრაინამ გადაირჩია ოლიგარქი პარაშენკო, მოლდოვაში მოიშორეს ოლიგარქი პლახატნიკი, 5 თვითმფრინავი დატვირთა თავის ავლა-დიდება და გაფრინდა.

ჩვენ სომხებზე, უკრაინელებზე და მოლდოველებზე ნაკლები რითი ვართ?! დააკვირდით, როგორ ამბობს ივანიშვილი?-ყველა მინუს ერთი. ე.ი. თვალებს უპაჭუნებს ყველას, მთავარია სააკაშვილი არ შემოიყვანოთ და ყველას მოგელაპარაკებით, ყველას რაღაცას მოგცემთ და ყველაფერი კარგად იქნება. იმ ხალხსაც მინდა ვუთხრა, არამხოლოდ სუს-ის აგენტურას, არამედ ვინც ამბობს რომ სააკაშვილი უუფ... პუტინს ებრძვით?-პუტინის მთავარი მტერი აგერ ზის.

მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და პრინციპში, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი. პუტინს ებრძვით? - პუტინს კიდევ მთავარი შეკვეთა აქვს, რომ საქართველოში არ იყოს სააკაშვილი. გაღიზიანდა იმით, რომ არ დავუხარეთ თავი და შევქმენით სახელმწიფოებრიობა. მე ვარ მთლიანად თქვენს მხარეს ჩემო ძვირფასებო. ძალიან ვამაყობ ახალგაზრდობით, არამხოლოდ თბილისში, ქუთაისში, შეკვეთილში. ეს აბსურდის თეატრი უნდა დამთავრდეს, ეს კაცი, ეს ერთუჯრედიანი მიიჩნევს, რომ თქვენ ყველანი ხართ ბრიყვები, აღმოჩნდა, რომ ქართველი ერი ცოცხალია.

მე ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ მოწოდებას რამე სახის პროვოკაციისკენ. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში,როცა საქართველოს ყველა ქალაქში შეიკრიბება ათობით თასი ადამიანი და თბილისში იქნება ასობით ათასი მშვიდობიანი, წყნარი, თავის თავში დარწმუნებული მომიტინგე ივანიშვილის საქმე არის წასული. ახლა ის დარბის ყვარყვარესავით ერთი რეზიდენციიდან მეორეში და  ყვარყვარეს ადგილი არ არის საქართველოს სათავეში, 21-ე საუკუნეა, 2019 წელია, ფეოდალიზმის დრო დიდი ხანია დამთავრებულია,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები