19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ყველა საკითხზე პასუხს აგებს რასაკვირველია, შს მინისტრი - ვოლსკი 20 ივნისის დარბევაზე 

ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევის ბრძანება - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ კითხვას პასუხი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაეცემა. 

დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს. დარბევაზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ უკიდურეს ვითარებას, უკიდურესი ზომები მოჰყვება. 

„უკიდურეს ვითარებას კიდევ აი, ასეთი უკიდურესი ზომები მოჰყვება. რამდენად სწორად იყო ეს ზომები გამოყენებული და რამდენად ადის ეს საკითხი მინისტრის დონემდე, ამას მე და თქვენ ვერ ვუპასუხებთ დღეს.

და ამიტომაც ამ შემადგენლობით, ამ ფორმატით მიმდინარეობს გამოძიება. მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან შეიძლება პროფესიონალური პასუხის გასცეს ვინმე ჩვენგანმა, თუ არა პოლიტიკური ინსინუაცია მოაწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი პასუხის გამცემი არის ის მიმდინარე პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის და ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს. სხვა ამას პასუხი არ აქვს, ერთი რამე. რაც მთავარია, ყველა საკითხზე პასუხს აგებს, რასაკვირველია, შს მინისტრი,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები