19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი ღამე - საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავარი ის არის, რომ შს მინისტრი საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციურ წესრიგზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს. ოხანაშვილი ამბობს, რომ ყველა მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია.

„მინისტრი პოლიტიკურად პასუხისმგებელია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და კონსტიტუციური წესრიგი. კონსტიტუციურმა ორგანოებმა შეუფერხებლად განახორციელონ საქმიანობა. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ხომ? ეს ხომ გვაინტერესებდა? პასუხისმგებლობას იღებს შს მინისტრი.

არაფერზე არ ხდება თავის არიდება. მთავარი შეკითხვა, რაც ჩვენთვის არის საჭირო და საზოგადოებისთვის, პასუხისმგებელი მოვლენების კონტროლზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე და კონსტიტუციური წესწყობილების დაცვაზე არის შს მინისტრი,“- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ აქციის დარბევის სპეციალური გეგმა არსებობდა, თუმცა ვერ ამბობს, ვინ გასცა ბრძანება გაწერილი გეგმის მიხედვით ემოქმედათ. 

„ ეს ისაზღვრება შესაბამისი ხელმოწერილი გეგმით. კონკრეტულად როგორ ხდება იერარქიულად ამის განხორციელება, რა თქმა უნდა ეს...

"მე ვიცი ის, რომ მიტინგი ძალადობრივ ფორმაში გადავიდა და შეტევა დაიწყო საქართველოს პარლამენტზე. იმ მომენტიდან წინასწარ განსაზღვრული გეგმა მოვიდა მოქმედებაში, რომელიც არის, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტან შეტევას. აი, ეს არის,"-ამბობს აკაკი ზოიძე. 

დღის ამბები