19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება - თეა წულუკიანი 

„მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, როდესაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენებით აქციის მონაწილეები დაარბიეს.

მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში დიდი ცეცხლი ანთია, თუმცა, მინისტრის გადადგომა არ იგეგმება.

„მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო... დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ,“ - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნამ. ამაზე საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გადადგა, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო ადრე მიეღო ეს გადაწყვეტილება.

„ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები