„მძიმე მოლოდინებია. იმედია, ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით, ლართან დაკავშირებით, რაც ხდება ზუსტად ამ მოლოდინების ანარეკლია ერთმნიშვნელოვნად," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, მძიმე მოლოდინებია შექმნილი.
მაჭავარიანი ამბობს, რომ არასახარბიელო მოლოდინების მიუხედავად, ტურისტული ნაკადის შემცირება მინიმალურია.
"მარტო პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ, უარესს ვგრძნობ. ძალიან მაგრად მტკივა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირად ჯდება," - განაცხადა მაჭავრიანმა.