19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
თუ დადგინდება, რომ იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი დატოვებს თანამდებობას - გიორგი გახარია

"ყველა ის ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული," - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებლ მოვლენებს. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციელებმა სამართლებრივი წესრიგი და კონსტიტუცია დაიცვეს და არ დაუშვეს პარლამენტში შეჭრა.  

მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლა პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია. 

გახარიას თქმით, თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო სისტემური გადაცდომები, ის გადადგება. 

„მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც, სამწუხაროდ, 20 ივნისს თბილისში მოხდა. აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე. ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს. სხვადასხვა წლებში, მაგრამ 10:00 საათის შემდეგ, ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების, პოლიციაზე და პარლამენტზე, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი დაადანაშაულო. მათ კანონი არ დაურღვევიათ.

"თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში დატოვებს ამ თანამდებობას. შსს-ის და ჩემი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგი და რომ არ დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით, აღება, რაც შევასრულეთ. თუ ამ პროცესში ჩვენ დავუშვით სისტემური შეცდომები, რაც უნდა იყოს სამართლებრივი განსჯისა და გამოძიების საგანი, მათ შორის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც მე ავიღებ,“ - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები