19 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ვისაუბრეთ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც პოლიციამ გამოიყენა" - ვოლსკის პირველი კომენტარი "ოცნების" სხდომის შემდეგ

"ვისაუბრეთ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც პოლიციამ გამოიყენა" -ამის შესახებ გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრების პოზიციაა, რომ გამოძიების შედეგებს დეოლოდონ. თუმცა ვოლსკი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. 

"ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს, რა შედეგს მოიტანს. აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა იმ დონეზე ამოვა, რომელზეც იგი საუბრობდა, ის შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, პროპაგანდისტული შემოტევა ძირითადად მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ, თითქოსდა, არაფერი ხდებოდა და თითქოსდა, არანაირი შეჯახება და შეჯახების პროვოკაცია არ არსებობდა, რაც არასწორია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები