"საკითხი, უმრავლესობის დატოვების, ან რაიმე საკადრო გადაწყვეტილების, არ ყოფილა დაყენებული,“ - ამის შესახებ მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯაში „ქართული ოცნების“ ის დეპუტატია, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
მარიამ ჯაშის თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა, უბრალოდ აღინიშნა, რომ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა.
„უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო გადაწყვეტილება - ეს მსჯელობა დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი ახსნა-განმარტების მიწოდება, იყო მსჯელობა განვითარებულ პროცესზე, ზედაპირულად, მოკლედ მოხდა ამ თემაზე შეჯერება. საკითხი, უმრავლესობის დატოვების ან რაიმე საკადრო გადაწყვეტილების არ ყოფილა დაყენებული,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.