19 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ორი დღეა, ვუსმენთ არაადეკვატურ პრემიერ-მინისტრს - ელენე ხოშტარია

პრემიერის მიერ შს მინისტრის და მისი უწყებისთვის 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო გადახდილ მადლობას, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ეხმაურება.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრემიერის ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულდა. მისი შეფასებით, პრემიერი იმას საუბრობს, რასაც ბიძინა ივანიშვილი მიუთითებს.

„ორი დღეა ვისმენთ, თითქოს სხვა ქვეყანაში ცხოვრებენ, ან სხვა კუნძულზე, სრულიად არაადეკვატურ პრემიერ-მინისტრს, ოღონდ ყველას გვესმის, რომ მას არანაირი გავლენა მას ამ პროცესებზე არ აქვს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პარლამენტის წინ აქცია გრძელდება და მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ პროტესტს.  

პარლამენტის წინ შეკრებილები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

დღის ამბები