19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პრემიერმა და მთავრობის წევრებმა, 20 ივნისისთვის, გახარიას მადლობა სათითაოდ გადაუხადეს

ბახტაძემ გახარიას მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ქუჩაში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მყოფ მოსახლეობას უთხრა, რომ პირველ პოლიციელს არ შეცვლის, რადგან 20 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორმა, ქვეყანა გადაარჩინა.

მამუკა ბახტაძემ ვარდების რევოლუცია 92 წლის სამოქალაქო ომთან გააიგივა და ძალადობრივი გადატრიალება უწოდა. პრემიერმა 2003 წლის მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება და ქვეყნის განვითარება მოჰყვა, ძალადობრივ გადატრიალებას შეადარა.

ხელისუფლება საჯარო განცხადებებიდან ცდილობს, გააქროს სიტყვები - დარბევა და სისხლიანი ღამე, ცდილობს, აღარ ილაპარაკოს ადამიანებზე, ვისაც დათვის მოსაგერიებელი ტყვიები დამიზნებით ესროლეს ან თვალი გამოთხარეს.

20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, მთავრობა პირველად შეიკრიბა. ყველა მინისტრი, ვინც სხდომაზე მივიდა, ჟურნალისტებთან შესახვედრად ჩამოვიდა. ყველამ საუბარი მადლობით დაიწყო. აქებდნენ გიორგი გახარიას და აქციის დარბევისას ნასროლ ტყვიებზე პასუხისმგებლობას სპეცრაზმელებს აკისრებდნენ. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანა თავიდან გადატრიალება ააცილა.

სხვა მინისტრებისგან ოდნავ განსხვავებული იყო თეა წულუკიანი. იუსტიციის მინიტრმა გახარიას გადაყენებაზე პირდაპირ დასმულ კითხვას მან თავი რამდენჯერმე აარიდა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა საკმარისია. წულუკიანმაც თავისი კოლეგების მსგავსად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევებში თანამდებობიდან გადადგომის ფაქტები არ ახსოვდა.

ახალი სკანდალი ფინანსთა მინისტრის გამოსვლას მოჰყვა. ვანო მაჭავარიანი უცნაურს ვერაფერს ხედავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს, რომლმაც ხმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება მისცა, თბილისში ფიანდაზები დაუფინეს და პარლამენტის თავმჯომარის ადგილი დაკავების უფლება მისცეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები