19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, „ქართული ოცნება“ პროპორციული არჩევნების პოლიტიკურ თაღლითობად გადაქცევას გეგმავს

პარლამენტში პოლიტიკურად ცხელი ზაფხული იწყება. საკონსტიტუციო ცვლილებები ოფიციალურად დარეგისტრირდა. დოკუმენტში გაწერილია, რომ 2020 წლიდან საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე გადადის და უქმდება მაჟორიტარული არჩევნები. ზუსტად რა წერია ცვლილებების პაკეტში, უცნობია. სავარაუდოდ, ოპოზიციას წინ ბევრი პოლიტიკური სიურპრიზი ელოდება. „ქართული ოცნების“ ლიდერმა „კურიერს“ დაუდასტურა, რომ გაუქმდება საარჩევნო ბლოკები, ანუ რამდენიმე პარტია არჩევნების წინ გაერთიანებას ვეღარ შეძლებს.

მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დათანხმდა, თუმცა ამ დათმობის პარალელურად, ოპოზიცია ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ კანონში პოლიტიკურ ნაღმების ჩადებს. ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის ახალი სტრატეგია ოპოზიციის დაშლაა. არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში, პარტიებს სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევა გაუძნელდებათ.

მმართველმა პარტიამ ჭრელი პარლამენტის შექმნისთვის პირველი ნაბიჯები უკვე დაანონსა. საარჩევნო ბარიერის გაუქმება პარლამენტში მოხვედრის შანსს აძლევს ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც 15 ათას ხმას მიიღებს. პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიხურა, თუმცა მუშაობა რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძელდება.

დღის ამბები