19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ძალიან სამარცხვინო იყო ის, რაც მოვისმინეთ გახარიასგან, ის, რაც მოვისმინეთ მინისტრებისგან - სამადაშვილი

„ძალიან სამარცხვინო იყო ის, რაც მოვისმინეთ გახარიასგან, ის, რაც მოვისმინეთ მინისტრებისგან,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა მმართველ გუნდს ბევრი მოთხოვნა შეასრულებინეს. ახლა კი, სამადაშვილის თქმით, ერთი მთავარი მოთხოვნა რჩება - გადადგეს შს მინისტრი.

„მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი საკუთარი კაბინეტის წევრი გახდეს საბოლოოდ გადადგომის მოთხოვნის ობიექტი იმიტომ, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ჩვენ და პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც აქ დგას არ აპირებენ, რომ აპატიონ ხელისუფლებას, ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამის ნაცვლად ისინი უტიფრად ცდილობენ გადაიტანონ ისარი, ვიღაც სხვაზე და ეს არ მიიღო ხალხმა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გავრილოვის სიაზე მუშაობა დაიწყეს და ამ სიაში ასევე იქნება გიორგი გახარია.

„ჩვენ მათ ვაძლევთ დროს ორშაბათამდე, თუ ისინი შეუერთდებიან აქციის მოთხოვნას, რომ გადადგეს გახარია, ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს დეპუტატები მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არ შევიდნენ ამ სიაში, იმიტომ, რომ ჩვენთვის დღეს უპირველესი ამოცანა არის, რომ მოვიპოვოთ ერთობლივი გამარჯვება გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები