19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ - მირდატ ქამადაძე

ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, რათა გიორგი გახარიას გადადგომა მოეთხოვათ.

ქამადაძის განცხადებით, მათთან უცნობი პირი მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კი დიასამიძეს თავს დაესხა. მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის თქმით, ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.

„გადმოვიდა გინებით ჩვენი მეგობრების მიმართულებით, რა დროსაც გიორგი დიასამიძე, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა, გადავიდა მანქანიდან და პირდაპირ ისე, რომ ამ ადამიანს, რომელიც რუსულად აგინებდა მათ, არაფერი განმარტება არ გაუკეთებია, პირდაპირ შუბლის არეში დაარტყა, ჭრილობა აქვს მიღებული. გახეთქილი აქვს ამ ადამიანს შუბლი,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები