19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
წარმოუდგენელია გახარიას დარჩენა ამ პოსტზე, ასეთი მანიფესტაციების შემდეგ - პოლიტიკოსები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

„დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამაყი და ღირსეული ადამიანების ქვეყანა,“ - ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ გააკეთა,

ნაჭყებია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან "კურიერის" პირდაპირ ეთერში გაანცხადა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ხმა უნდა გაიგონოს.

„წარმოუდგენელია მისი დარჩენა ამ პოსტზე, ასეთი მანიფესტაციების შემდეგ. მეორე, ის სიტყვა, რომელიც მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ეს უნდა შესრულდეს და უკვე ხვალიდან, ჩვენ უდა შევუდგეთ ამ ყველაფერს, რასაც ჰქვია კონსტიტუციური პროცედურების დაწყება,“ - განაცხადა ნაჭყებიამ.

საზოგადოების პროტესტი რომ არ შენელდება, ამაზე საუბრობს აქციაზე მყოფი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე. მისი თქმით, გახარიას წასვლა გარდაუვალია.

"ქვეყანას ვერ ეყოლება შს მინისტრი, რომლის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულება არის ეს, როდესაც სტუდენტები ახვეული თვალებით დადიან, როდესაც სტუდენტები. გარშემო უამრავი ახალგაზრდა სურათს იღებს ხელაფარებული, ეს ხომ დამოკიდებულებაა მინისტრის და ხელისუფლების მიმართ, გამორიცხულია ასეთი მინისტრის შენარჩუნება და თუ მის შენარჩუნებას ეცდებიან, ეს ძალიან მალე გადაიყოლებს "ქართულ ოცნებას", ივანიშვილის ჩათვლით," - განაცხადა ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედება კიდევ ერთხელ დაგმო "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები