ჩვენ ვართ დემოკრატიული ერი, ჩვენ ვერ შევეგუებით ოლიგარქიულ მმართველობას - გია ნოდია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას უერთდება. ის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაზე საუბრობს.
„ჩვენ ვართ დემოკრატიული ერი, ჩვენ ვერ შევეგუებით ოლიგარქიულ მმართველობას, ძალადობას, ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის ძალას. მე მგონი, ეს აჩვენა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას. ეს აქციები, ფაქტობრივად, ამთავრებს ბიძინა ივანიშვილის ეპოქას საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ შევცვლით მას. ძალიან მნიშვნელოვანიამ რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ პრონციპებს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ.