19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
რაც უფრო გაგვიძალიანდებიან, ჩვენ უფრო გავძლიერდებით - აქციას სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან

პარლამენტის წინ აქციას მსახიობები და სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან. აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი ნინო კასრაძე. ის ახლაგაზრდების მოთხოვნას სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი პასუხი არის, რომ მე ვარ აქ და ამ ახალგაზრდების და ამ ხალხის გვერდზე, ინტერპრეტაციები ყველამ თვითონ გააკეთოს, მაგრამ ახლაგაზრდების ხმას, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაიგებენ, სხვა შანსი არ არის, გამოსავალი არ არის,“ - განაცხადა კასრაძემ.

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი, ნატა ფერაძე, რომელიც ასევე, შეუერთდა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გამართულ თავისუფლების მარშს, ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტი არ შეწყდება, მანამ, სანამ შს მინისტრი არ გადადგება.

„რაც უფრო გაგვიძალიანდებიან, ჩვენ უფრო გავძლიერდებით და უფრო მეტნი ვიქნებით და არ გავჩერდებით ბოლო წუთამდე, მანამ არ მივაღწევთ. რას ჰქვია, თვალები დათხარეს და რას ჰქვია, არ წავიდეს და ებღაუჭება სკამს, ეს სრულიად გამორიცხულია, ეს არ უნდა შერჩეთ და ეს არ შერჩებათ,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები