გახარია წადი! - პარლამენტის წინ მომიტინგეებმა 25-მეტრიანი ბანერი გაშალეს. რუსთაველის გამზრიზე აქცია 4 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. მომიტინგეების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო.
„ყოველ დღე მოვალთ და ყოველ დღე შეგახსენებთ, ყველგან, სადაც იქნებით. მოვალთ და ისე მოვალთ, რომ არცერთ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენზე კიდევ ერთხელ ხელის აწევას არ გაპატიებთ,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.