დღეს ჩვენ გვერდით არიან, 150 კაცია ენგურის ხიდიდან გადმოპარული - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოსახლეობა რეგიონებიდან უერთდება. პარლამენტის შენობასთან აქცია 5 საათზე მეტია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.