რაც 30 წლის განმავლობაში მრავალმა ქართულმა პროტესტმა ვერ შეძლო, ამ თაობამ მოახერხა ხელისუფლებისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მიეღო - დავით ბერძენიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პროტესტით მიღებულ შედეგებზე "კურიერთან" საუბრობს.
„რესპუბლიკური პარტია“ აქციის მოთხოვნებს იზიარებს და გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
„ხელისუფლება იძულებული გახდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დათანხმებულიყო, ეს არის საზოგადოების დამსახურება. რაც 30 წლის განმავლობაში მრავალმა ქართულმა პროტესტმა ვერ გამოღლიტა ვერც ერთ ხელისუფლებას, დღევანდელმა თაობამ, მოახერხა თავისი პოლიტიკური სამოქალაქო და მედიის ნაწილებით, ხელისუფლება ვაიძულეთ მთავრობა ამაზე წამოსულიყო.
ერთია პოლიტიკური ცვლილების უზრუნველყოფა დემოკრატიული საარჩევნო სისტემით და მეორეა, გახარიას გადადგომის მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.