19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
სანამ გახარია შინაგან საქმეთა გალახული მინისტრი არის თავის სავარძელში, ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება - კაციტაძე

„სანამ გახარია შინაგან საქმეთა გალახული მინისტრი არის თავის სავარძელში, ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება,“ - ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ "კურიერთან" გააკეთა.

მამუკა კაციტაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, მომიტინგეები მთავარ მოთხოვნებს არ ცვლიან.

კაციტაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში უნდა წარიმართოს.

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები