მუსიკოსი, აჩიკო გულედანი პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება. ის მთავარ მოთხოვნებს იზიარებს. გულედანის თქმით, არცერთი თაობა ოკუპანტების თარეშს არ დაუშვებს.
„ის მოთხოვნები, რაც აქვთ დღეს ამ ადამიანებს, ეს არის სრულიად ლეგიტიმური და ეს უნდა შესრულდეს აუცილებლად. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა - არა ოკუპაციას!“ - განაცხადა გულედანმა.
ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. დღევანდელი მსვლელობა - თავისუფლების მარში, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.