ჩვენ მტრის თავგასულობას არც შიდა მტრის, არც გარე მტრის, არ ვპატიობთ არავის - ეს განცხადება ირაკლი ღლონტმა "კურიერთან" გააკეთა. პოლიტიკოსი პარლამენტის აქციაზე შეკრებილების მოთხოვნებს იზიარებს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.
„ორ მილიონამდე ავიდა ემიგრანტების რაოდენობა საზღვარგარეთ. ეს პროტესტი მარტო გახარიას გადასაყენებლად არ არის, ეს არის პასუხი იმ 7-წლიან რეგრესზე, როდესაც ოლიგარქია, როგორც მახინჯი და ბოროტი სისტემა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გვთავაზობს ჩვენ. ეს უნდა შეიცვალოს. ეს უკვე გარდამტეხი პროცესია. ქართველმა ხალხმა უკვე გაიმარჯვა, მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ მტრის თავგასულობას არც შიდა მტრის, არც გარე მტრის, არ ვპატიობთ და ფხიზელია ერი. დროა, ბიძინა ივანიშვილმა მოამზადოს გუდა-ნაბადი, რადგან ოლიგარქია სრულდება ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.